სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
Wednesday, February 4, 2026
მოეწყო მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ და დაგეგმილ იქნა თებერვლის თვის აქტივობები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. კერძოდ, დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
4 თებერვალი – წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, მოსწავლეთა კითხვის კულტურისა და წიგნიერების ხელშეწყობის მიზნით;
8 თებერვალი – დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, ეროვნული ისტორიისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების წარმოჩენით;
25 თებერვალი – საქართველოს ოკუპაციის დღე, ისტორიული მეხსიერებისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერების მიზნით.
Wednesday, January 21, 2026
დიმიტრი უზნაძე: “სკოლა – პატარა სახელმწიფო”
”სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს საკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას”.
Sunday, December 28, 2025
Tuesday, January 23, 2024
Subscribe to:
Comments (Atom)
მოეწყო მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ და დაგეგმილ იქნა თებერვლის თვის აქტივობები. შეხვედრაზე განსაკუთრებული...
-
მოეწყო მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ და დაგეგმილ იქნა თებერვლის თვის აქტივობები. შეხვედრაზე განსაკუთრებული...





